წარწერა
ტურიზმის უჩვეულო სახეობები

ტურიზმის უჩვეულო სახეობები

გააზიარე:

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ წელზე ნაკლები ხნით დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნით, გარდა სამუ-შაოს ძიებისა, ტურისტი ეწოდება.

ტურიზმი დასვენების, განტვირთვის, ყოველ-დღიური რუტინისგან თავის დაღწევისა და, იმავდროულად, შემეცნების ყველაზე  პოპუ-ლარული ფორმაა. სტრესის მოხსნასა და და-დებითი ემოციებით დამუხტვასთან ერთად, მოგზაურობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ზრდის  სხეულის გამძლეობას.

მაგრამ დასვენება ყველასთვის შეზლონგზე კოქტეილით ხელში წოლას ან უცხო ქვეყნების ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებას როდი ნიშნავს.

თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიური ტემპით დაღლილი ადამიანი ცდილობს, დროებით მაინც აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც ნერვული სისტემის მაქსიმალურ განტვირთვას და ფიზიკური ძალების სწრაფ აღდგენას მოახერხებს. ამ მიზნის მისაღწევად ყველას მოქმედების თავისეული ალგორითმი აქვს. ზოგს მთა იზიდავს,ზოგს – ტბა, ზოგს – ბარი, ზოგს – ურბანული ხმაური, ზოგს კი – სოფლის იდილია. კაცია და გუნება! ამიტომ თანამედროვე ტუროპერატორები ტრადიციულთან ერთად დასვენების სპეციფიკურ მიმართულებებსაც გვთავაზობენ.

ფერმერული, სასოფლო და აგროტურიზმი

ტურიზმის ეს სახეობები ძალიან პოპულარულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ტურისტებს განათავსებენ ფერმებში, რანჩოებსა და პლანტაციებში. მათ საშუალება ეძლევათ, ერთდროულად დააკვირდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ან უშუალო მონაწილეობა მიიღონ მათში. ამ მიზნით ფერმერები თავიანთ ტერიტორიაზე აწყობენ კემპინგებს, ტურისტებს საკუთარი ტერიტორიის საზღვრებში ნადირობისა და თევზაობის ნებას რთავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობ, სოფლად გატარებული რამდენიმე დღეა, სადაც გათენებას ტელეფონის მაღვიძარა კი არა, მამლის ყივილი გაუწყებთ, ქალაქის ხმაურს კი საბალახოდ გარეკილი საქონლის ეჟვნების ჟღარუნი ჩაანაცვლებს.

აგროტურიზმის მიზანია, ურბანიზებული გარემოს მუდმივმა მაცხოვრებელმა გაიცნოს სოფლის ყოფა, შეითვისოს ხალხური ტრადიციები, იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღოს ბუნებრივი სურსათი. ტურიზმის ამ მიმართულებას ყველანაირი გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია. არჩევანი დიდია – მესაქონლეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *